საათები: 13:00 - 13:00
დღევანდელი საქველმოქმედო ბაზრობა დასრულდა დიდი სიხარულით, სიყვარულითა და სიკეთით! საქველმოქმედო ბაზრობის ორგანიზატორები იყვნენ III კლასის მოსწავლეები და ბაზრობაზე სწორეთ მათ მიერ დამზადებული პროდუქცია გაიყიდა. ბაზრობის ფარგლებში ჩატარდა ჩვენი პირველი ჟურნალის "მიტოვებული სახლების სევდის" გამოფენა-გაყიდვაც. შემოსული თანხით დავეხმარეთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლში მცხოვრებ კაპანაძეების მრავალშვილიან ოჯახს! ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენთან იყო, ვინც დაგვხმარა და ერთობლივი ძალებით გავაკეთეთ ძალიან კარგი, კეთილი საქმე! სიკეთე ნამდვილად გადამდებია!