ჩვენი სკოლის მეორეკლასელებმა და მათმა დამრიგებლებმა, შემოდგომის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო, სიყვარულით გამთბარი ღონისძიება მიუძღვნეს ბებიებსა და პაპა-ბაბუებს.
ჯერ სკოლაში მოიპატიჟეს ისინი, შემდეგ კი მათთან ერთად მოამზადეს თხილისა და კაკლის ასხმულები. ქვაბში აათუხთუხეს ბადაგი, უტკბილესი თათარა და ერთად ამოავლეს ჩურჩხელები.
სიყვარულით მიძღვნილმა ლექსებმა, სიმღერებმა და ცეკვებმა სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია.
დღე მეტად ემოციური და საინტერესო გამოვიდა.
მადლობა სტუმრებს, ბავშვებს და დამრიგებლებს.