შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნის პერსონაჟი - პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელწინდა ან, უბრალოდ, პეპი - 1941 წელს „დაიბადა“.
პირველი წიგნი 1945 წელს დაიბეჭდა. სწორედ აქედან ითვლება პეპის ასაკიც პეპი გრძელი წინდა თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში.
„რადგან სახელი იყო საოცარი, პერსონაჟიც საოცარი გამოვიდა,“ - ასე ამობდა, თურმე, ასტრიდ ლინდგრენი პეპის შესახებ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს, კარინი, ასტრიდის შვილი, ფილტვების ანთებით გახდა ავად. გოგონამ დედას სთხოვა, ნაცნობი ზღაპრები არ მინდა, პეპის ამბავი მომიყევიო.
„სახელი საიდან მოვიფიქრე, ახლა ზუსტად არც მახსოვს,“ - ჰყვება ინტერვიუში უკვე დიდი კარინი, ლიტერატორი და ცნობილი მთარგმნელი, - წინასწარ არ მიფიქრია. საქმე ის არის, რომ გართობა მინდოდა და დედასთვის რაღაც კარგი იდეა უნდა მიმეწოდებინა. აი ასე - როცა მე ავად ვიყავი და სიცხიანი ვიწექი, დაიბადა პეპი“.
14 ნოემბერს, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა - "ასტრიდობა". ჩვენს სკოლაშიც, ტრადიციულად, განსაკუთრებულად ვემზადებით ამ დღისთვის.
ამჯერად სკოლაში სტუმრად გვყავდა მაიმუნი "ბატონი ნელსონი" და ცხენი, პეპის ორი განუყრელი მეგობარი.
იყო დიდი მხიარულება და ჟრიამული, ბავშვებმა გადაიღეს ბევრი სამახსოვრო ფოტო.