ჩვენი სკოლის მე-11³ კლასის მოსწავლეები, იმყოფებოდნენ თბილისის ძველ უბანში ქალაქის ტურის ეგიდით.
თბილისი მულტიკულტურული ქალაქია, სადაც სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის, კულტურის ადამიანები პატივისცემით თანაცხოვრებას ახერხებდნენ და საკუთარი კულტურისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს ერთმანეთს უზიარებდნენ, ეს ყველაფერი ქალაქს ხდიდა უნიკალურს.
კლდისუბანი ქვემო კალაში, სოლოლაკის ქედის ფერდობზე მდებარეობს. ადგილები, რომელიც მოსწავლეებმა მოინახულეს გახლავთ:
- ბეთლემის 120 საფეხურიანი კიბე-ქუჩა: ამქრების საჩუქარი ქალაქს.
- ბეთლემის ზედა და ქვედა ეკლესიები. მე-17 საუკუნის სამრეკლო.
- ათეშგა - ცეცხლთაყვანისმცემლობის უძველესი კერა თბილისში
- გომის ქუჩის უნიკალური სახლები, მაქმანებიანი სახლი ფილმიდან "მზე შემოდგომისა"
- ქალაქის ულამაზესი ხედები. "ფრიდა"
- პურის მოედანი
- თბილისის დიდი სინაგოგა, მისი არქიტექტურა და ისტორია.
- სიონი
- აშკენაზების სინაგოგა
- თბილისის კათოლიკური ეკლესია - 1804 წ. და სხვა
პრომეთელებმა შემოდგომის მზით გამთბარი და შემეცნებითათ სავსე დღე ფოტოსესიით დაასრულეს.