🥰🥰 სკოლა ლიცეუმმა პრომეთემ და დესპანთა გაერთიანებამ ჩვენი დროის გამორჩეულ პოეტებს უმასპინძლა.
📜დესპანთა გაერთიანება და მისი პრეზიდენტი ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდა ამ ღონისძიებისთვის. დესპანების მოწვევით სკოლას ესტუმრნენ:
❣️ მარინა თექთუმანიძე
❣️ ნინო ზედელაშვილი
❣️ გიო საჯაია
❣️ გიორგი ბალახაშვილი
❣️ თემურ ელიავა
❣️ ნათია ჭინჭარაული
❣️ ნინო მოდრეკილაძე
❣️ სალომეა ლომინაძე
ბეგი მამალაძის ლექსი კი წაიკითხა, პრომეთეს მე-12 კლასის მოსწავლემ, დაჩი ორველაშვილმა.
🗣🗣 გაღერდა: ვერლიბრი, კანტატა, ოდა, ბალადა.
👏👏 ერთმანეთს ენაცვლებოდა რითმები და სტრიქონები, რომელთაც მსმენელი აღტაცებაში მოჰყავდა.
🖼 🖼 მოსულ სტუმრებს სიურპრიზად დახვდათ ბენჟამენ ლეხტერის ფოტოების გამოფენა.
🎤🎤 საღამოს უძღვებოდა: დესპანთა გაერთიანების პრეზიდენტი ნიკოლოზ კუჭაშვილი და მეექვსე კლასის დესპანი - მარიამ იაკობიძე.
🎸🎸 საღამოს ბოლოს ნამდვილი სიურპრიზი გახლდათ, ზურა კალაძის მიერ, სოლო გიტარაზე შესრულებული ლეგენდარული ჯგუფის: pink floyd - ის სიმღერა - "comfortable numb.
👧👧დესპანთა გაერთიანების მიერ განხორციელებული პოეზიის პირველი საღამო წარმატებით დასრულდა.
☕️☕️ საღამო დასრულდა სალონური საუბრებით. ❤️❤️❤️