მე-4 კლასი
რიცხვში 3 728 106 გადახაზეთ 3 ციფრი ისე, რომ დარჩენილმა ციფრებმა (იმავე თანმიმდევრობით ) შეადგინოს:
ა) შესაძლებელთა შორის ყველაზე დიდი ოთხნიშნა რიცხვი;
ბ) შესაძლებელთა შორის ყველაზე მცირე ოთხნიშნა რიცხვი;
მე-5 კლასი
სამკუთხედის პირველი და მეორე გვერდების სიგრძეთა ჯამია 50 სმ., მეორესა და მესამის - 52 სმ. პირველისა და მესამის კი - 58 სმ. იპოვეთ ამ სამკუთხედის გვერდების ჯამი.
მე-6 კლასი
დათომ მწკრივში დგომისას აღმოაჩინა, რომ მის წინ იდგა ჯარისკაცების ნახევარი, მის უკან კი - 1/3 ნაწილი. მინიმუმ რამდენი ჯარისკაცი შეიძლება იყოს მწკრივში?