• მთავარი
  • სკოლის შესახებ
    • მოკლედ სკოლის შესახებ
    • მოსწავლეთათვის
    • მშობელთათვის
    • წარჩინებული პრომეთელები
  • განრიგები
    • სასწავლო წლის კალენდარი
    • დღის რეჟიმი
    • ღონისძიებების კალენდარი
    • რეიტინგული წერები
    • გახანგრძლივებული სწავლების რეჟიმი
  • სიახლეები
  • წრეები
  • კონტაქტი
  • მიღება
    • მოსწავლეთა მიღების წესი
    • განაცხადი
ძებნა
მთავარი • სკოლის შესახებ • ისტორია

სკოლის ისტორია, მისია და მიზნები

სკოლა-ლიცეუმი ”პრომეთე” განახორციელებს სახელმწიფოსა და საზოგადოების დაკვეთას: აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა მცოდნე და ამღიარებელი, შრომისმოყვარე, პატიოსანი, პატრიოტი, ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მომავალი თაობა.

თითოეულ მოსწავლეს მისცეს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლენის, ობიექტურად თვითშეფასებისა და მომავალი პროფესიის სწორად არჩევის საშუალებები. უზრუნველყოს ”მშობლები-მოსწავლე-მასწავლებლები” წრედის შეკრულობა და ოპტიმალური ქმედითუნარიანობა, მასწავლებელთა მიერ მოსწვლეთა ცოდნა და უნარ-ჩვევების შეფასებათა მაქსიმალურად ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის მაღალი ხარისხი.

უზრუნველყოს მოსწავლეთა და თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს, ურთიერთშორის პატივისცემისა და კეთილგანწყობის ატმოსფეროს, დამოუკიდებელი მუშაობისა და შესვენებისათვის პირობების შექმნა. მუდმივად იზრუნოს: მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სხვა თანამშრომელთა მხრიდან სკოლის შინაგანაწესისა და უფლება-მოვალეობათა ცოდნა და უკომპრომისო დაცვაზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, პედაგოგთა უწყვეტი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნაზე.


სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს სკოლის განვითარების ძირითად მიმართულებას, რომელიც ემყარება:
  • საქართველოს კონსტიტუციას;
  • ბავშვთა უფლებათა კონვენციას;
  • „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;
  • ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს;
  • სკოლის წესდებას;
  • სკოლის შინაგანაწესს;
  • ეროვნულ სასწავლო გეგმას და სხვა სამართლებრივ აქტებს;
  • მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა ანკეტირების შედეგებს;
  • სკოლის წინა წლების მუშაობის SWOT ანალიზს.
სკოლის სტრატეგიული გეგმა ძირითადი ჩამონათვალია სკოლის საქმიანობებისა და გადაწყვეტილებებისა, რომლებიც სკოლას მისიის შესრულებაში, წინსვლაში, გაუმჯობესებასა და ხარისხის ამაღლებაში უნდა დაეხმაროს.

(+995 32) 2 497 447

კანცელარია (100)

PR მენეჯერი (504)

თბილისი
მუხიანის დასახლება, მე-4 ბ მ/რ

info@promete.ge
s.p.s.promete@gmail.com

პრომეთე ლოგო
  • მთავარი
  • სკოლის შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მოსწავლეთათვის
    • მშობელთათვის
  • განრიგები
    • სასწავლო წლის კალენდარი
    • დღის რეჟიმი
    • ღონისძიებების კალენდარი
    • რეიტინგული წერები
    • გახანგრძლივებული სწავლების რეჟიმი
  • სიახლეები
  • წრეები
  • კონტაქტი
  • მიღება
    • მოსწავლეთა მიღების წესი
    • განაცხადი

All Rights Reserved © promete.ge 2024