საათები: 0:15 - 0:15
სკოლაში მიმდინარეობს საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის დღეები.
ეკოკლუბის წევრები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან. სხვადასხვა აქტივობებთან ერთად აგრძელებენ საველე გასვლებს.
ამჯერად ისინი ჭიათურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. მოინახულეს მღვიმეთა კომპლექსი, მათ შორის ყველაზე საინტერესო კოტიას მღვიმე აღმოჩნდა.
უძველესი ნამარხებით და ახლანდელი ცოცხალი სამყაროს შთამბეჭდავი წარმომადგენლებით-ღამურებით.
კლუბის წევრებმა მდინარე კაცხურას ხეობაში ბუნების ძეგლი -კაცხის სვეტი მოინახულეს და მოისმინეს საინტერესო ისტორია სვეტზე მდებარე ტაძრის შესახებ, დაათვალიერეს მუზეუმი, რომელიც კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს.
მღვიმევის მონასტერში გიგანტურმა სტალაგმიტმა მათი გაოცება შეძლო.
გაისეირნეს ჭიათურის „ლეგენდარული“ საბაგიროთი და ბოლოს სოფელ ითხვისს ესტუმრნენ. აქ დააკვირდნენ მიმდინარე პროცესს-ჩაქცევას, რომელმაც ზარალი მიაყენა სოფლის მცხოვრებთ, მათი საცხოვრებელი სახლები მიწის დიდი ფენით დაიმარხა და ასეთივე „ბედს გაიზიარებს“ კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს მოსახლეობის წარმომადგენლებმა. მათი მდგომარეობა საგანგაშოა. იმედია სახელწიფო და ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები დროულად მიხედავენ ამ პრობლემას.
ეკოკლუბის წევრების ყურადღება მიიქცია სოფელ სვირში , წყაროსთან დაბინძურებულმა მონაკვეთმა. ბავშვებმა დაასუფთავეს წყაროს მიმდებარე ტერიტორია.
ამჯერადაც მათთან ერთად იმყოფებოდა ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკოკლუბის მეგობარი ბატონი გიორგი დვალაშვილი, რომელმაც მოსწავლეებს საინტერესო ლექცია შესთავაზა.
პედაგოგი ქ.მერებაშვილი