Notice: Undefined variable: ub in /var/www/prometege/return.php on line 140
Notice: Undefined variable: ub in /var/www/prometege/return.php on line 152 promete.ge | სკოლა-ლიცეუმი 'პრომეთე'
მშობელთა კლუბის შეხვედრა!
საათები: 14:15 - 14:15
მშობელთა კლუბის მორიგი წარმატებული შეხვედრა შედგა!
ჩვენი სტუმრები იყვნენ:
მაია გელაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი;
აკაკი მჭედლიშვილი - ისტორიის დოქტორი.
ქეთინო მერებაშვილი - გეოგრაფიის პედაგოგი.
შეხვედრაზე განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
ეროვნული სულისკვეთება და პატრიოტიზმი, მისი მნიშვნელობა ბავშვის აღზრდაში;
სადამდე შეიძლება მიიყვანოს ერი ეროვნული თვითშეგნების, პატრიოტიზმის გაქრობამ;
ქალის როლი საქართველოს განვითარების ისტორიაში;
ქალების აქტიური ჩართულობა სახელმწიფოებრივ საქმეში;
რჩევები მშობლებს: სად და რა ასაკში წაიყვანონ შვილები ოჯახურ ექსკურსიაზე, რათა მათი ეროვნული სულისკვეთება გააღვივონ.
ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს ასეთი ძალიან საინტერესო და რაც მთავარია მნიშვნელოვანი თემების ჩვენთან განხილვისთვის!
მშობელთა კლუბის ფარგლებში, კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდებით, საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებით!