სკოლა-ლიცეუმ "პრომეთეში" გაიმართა ჟურნალის პრეზენტაცია - "მიტოვებული სახლების სევდა", რომელიც ეძღვნებოდა გოდერძი ჩოხელის ხსოვნას. პრეზენტაცია დაიწყო გოდერძის ფილმის "მეკვლეს" ჩვენებით და დასრულდა მრავალჟამიერით. დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას სტუმრებს, რომლებმაც არ დაიზარეს და მოვიდნენ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ძალიან მალე შემოგთავაზებთ ახალ გამოცემას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ მიტოვებული სოფლები საქართველოში.