დღეს სკოლა-ლიცეუმ "პრომეთეში" ჩატარდა საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ IV კლასის მოსწავლეები. ბაზრობაზე გაიყიდა IV კლასელების მიერ დამზადებული პროდუქცია და ნაძვის ხეები, რომლებიც ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ არის დამზადებული. შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ჟუჟუნაძეების უსაყვარლეს ოჯახს, რომლის 2 წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. გახსოვდეთ, სიკეთე გადამდებია!