საზაფხულო ბანაკის განაცხადი, მიღების პირობები და ვადები
სკოლის ბაზაზე შექმნილი საზაფხულო ბანაკი-„სამშობლო“, აცხადებს წევრთა მიღებას. ბანაკი ფუნქციონირებას იწყებს 2017 წლის 15- ივლისიდან. ბანაკში მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში შეძლებენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში , ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეულის პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთის მონახულებას. შეისწავლიან მხარის ფიზიკურ- გეოგრაფიულ და ისტორიულ-ეთნოგრაფიულ თავისებურებებს. გავლენ საინტერესო მარშუტებზე(აბუდელაურის ტბები, არხოტი, შატილი) მოამზადებენ საინტერესო პროექტებს, მონიშნავენ ახალ ტურისტულ მარშუტებს და იცხოვრებენ საველე პირობებში“კარვების ქალაქში“. ბანაკში წასვლის შესაძლებლობა ექნება სკოლის ყველა მოსწავლეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 14 წელი, არის ფიზიკურად ჯანმრთელი და შეძლებს ველზე ცხოვრებას. განსაკუთრებული მოთხოვნაა: გეოგრაფიის, ქართულისა და ისტორიის საგნებში მაღალი აკადემიური მოსწრება.
გაითვალისწინეთ მოთხოვნები და აღნიშნულ საგნებში(რა თქმა უნდა სხვა საგნებშიც) აიმაღლეთ აკადემიური მოსწრება. განაცხადი მიიღება გამოქვეყნებისთანავე. ბანაკის შემადგენლობა განისაზღვრება 25 მოსწავლით. ბანაკს უხელმძღვანელებენ სკოლის პადაგოგები: ქეთინო მერებაშვილი და მეგი ფილაური .
განაცხადის ფორმა:
სახელი-------
გვარი-----------
კლასი---------
რატომ დაინტერესდი ამ ბანაკით, რა მოლოდინები გაქვს------.
შეძლებ თუ არა საბანაკო“ცხოვრების“ პირობების ატანას-----
საინტერესოა თუ არა შენთვის მითითებული რეგიონი--------
ყოფილხარ თუ არა ხევსურეთში, რის ნახვას ისურვებდი იქ?------
სახელი,გვარი /ხელმოწერა/ თარიღი/