სკოლა- ლიცეუმ ,, პრომეთეში „ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა სკოლის კურსდამთავრებულთათვის აწყობს საზაფხულო სკოლას, რომელიც მოიცავს ეროვნული გამოცდებისათვის ინტესიური სწავლების კურსს. ეს კურსი ითვალისწინებს მოკლე დროში მაღალი შედეგის მიღწევას.
სკოლის მიზანია:
1.მოსწავლეებმა გაიღრმაონ ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
2. მოსწავლეებს დაეხმაროს ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში.
3. მოსწავლეებმა გააუმჯობესონ კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარი , რათა შეძლონ, უკეთ გააანალიზონ კულტურული , სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.
4. წერითი უნარის გაუმჯობესება
საზაფხულო სკოლას უხელმძღვანელებს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი - ნინო ბოჭორიშვილი.
მეცადინეობა ჩატარდება ყოველდღე, შაბათ - კვირის გარდა, 2 საათის განმავლობაში.
მეცადინეობის კურსი დაიწყება 29 მაისიდან და გაგრძელდება 3 ივნისამდე.
საზაფხულო სკოლის სამუშაო პროგრამა- 2016-2017 სასწავლო წელი
ძირითადი კომპეტენციები და უნარები:
1.საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გამოყენების უნარი
2.კითხვაში( დავალებაში) მინიშნებული ინფორმაციის ტექსტში მოცემულ ინფორმაციასთან გაიგივების( იდენტიფიცირების ) უნარი
3.ინფორმაციის გააზრების, ანალიზის, განზოგადებისა და დასკვნის გამოტანის უნარი
4.დამოუკიდებელი კრიტიკული აზროვნების უნარი
5.წერითი მეტყველების უნარი თანამედროვე სალიტერატურო ნორმების დაცვით
6.ტექსტის რედაქტირების უნარი
7. მწერლის ენის, სტილის ძირითადი თავისებურებებისა და გამომსახველობითი საშუალებების სწორად აღქმა და გააზრება
8. ლიტერატურული ტექსტისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულების გამოვლენა
# |
თემა |
|
1 |
ჰაგიოგრაფიული მწერლობა და ადამიანის დანიშნულება |
|
2 |
მართლწერის წესები არსებით სახელთან დაკავშირებით |
|
3 |
შოთა რუსთაველი - ქართული რენესანსის მეთაური |
|
4 |
აქტივობა- ,, ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად-უცხო ტექსტის გააზრება-( წერა- მსჯელობა) |
|
5 |
დისკუსია- ორი სამართალი ,, ვეფხისტყაოსანში“( ტარიელისა და ფარსადანის კონფლიქტი) |
|
6 |
ქრისტიანული რელიგია და ,, ვეფხისტყაოსანი“ |
|
7 |
მართლწერის წესები ზმნასთან დაკავშირებით |
|
8 |
დისკუსია- შეიცვალა თუ არა რუსთველისეული მიჯნურობის კოდექსი 21-ე საუკუნეში? |
|
9 |
, , დავითიანი“- დავით გურამიშვილი მე-18 საუკუნის საქართველოს მემატიანე |
|
10 |
შესამოწმებელი წერა |
|
11 |
პარალელები ქართულ მწერლობასთან-- ბედთან ბრძოლის იდეა ნ. ბარათაშვილისა და ჯორჯ ბაირონის შემოქმედებაში |
|
12 |
ვაჟა- ფშაველა- ,,სინდისი“ |
|
13 |
დისკუსია - კლებულობს თუ არა სინდისის მნიშვნელობა კაცობრიობის ცხოვრებაში? |
|
14 |
მეტყველების კულტურა- სტილისტური ხარვეზები მეტყველებაში |
|
15 |
მ. ჯავახიშვილი - როგორ ვლინდება გროტესკულობა ჯაყოს მხატვრულ სახეში? |
|
16 |
სიყვარულისა და შემოქმედების ურთიერთმიმართება არსაკიძის ცხოვრებაში( ,,დიდოსტატის მარჯვენა“ |
|
17 |
მეტყველების კულტურა- სინტაქსური კონსტრუქციების სწორად აგება |
|
18 |
შესამოწმებელი წერა |
|
19 |
დისკუსია- როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ჩვენი საზოგადოება განსხვავებული აზრის მიმართ? |
|
20 |
გიორგი შენგელაიას ფილმი,,ალავერდობა“- მსჯელობა - რამდენად გადმოსცემს ფილმი ნაწარმოების სულისკვეთებას |
|
21 |
დისკუსია- არის თუ არა ყვარყვარე თუთაბერი ტიპი ანუ ტიპური პერსონაჟი? |
|
22 |
მეტყველების კულტურა- დავიცვათ ენის სიწმინდე |
|
23 |
,, დიდოსტატის მარჯვენა“ და მწერლის თანადროული ეპოქა( როგორ გადააქვს მწერალს ალეგორიულად თავისი თანამედროვე ეპოქის სატკივარი წარსულში) |
|
24 |
,, სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“- გალაკტიონის სულიერი ტრაგედია |
|
25 |
,, შელოცვა რადიოთი“-( ნიკო ლორთქიფანიძე.)რამდენად აქტუალურია ნაწარმოებში გადმოცემული სულისკვეთება? ორი სამყარო- ქართველები და ევროპელები |
|