Notice: Undefined variable: ub in /var/www/prometege/return.php on line 140
Notice: Undefined variable: ub in /var/www/prometege/return.php on line 152 promete.ge | სკოლა-ლიცეუმი 'პრომეთე'
ინგლისურის საზაფხულო სკოლა
სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს ინგლისური ენის კათედრა სკოლის კურსდამთავრებულთათვის აწყობს საზაფხულო სკოლას,რომელიც მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ინტენსიურ მზადებას ეროვნული გამოცდებისათვის.
ამ სკოლის მიზანია:
მოსწავლეებს გაუადვილდეთ ეროვნული გამოცდის ჩაბარება
სკოლა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გაიღრმაონ ლექსიკურ-გრამატიკული ცოდნა ინგლისურ ენაში
მოწავლეებს განუმტკიცოს მოსმენის დავალების შესრულების უნარ-ჩვევები
დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი მოსაზრების გამართულად ჩამოყალიბებაში
დაეხმაროს მოსწავლეებს მსჯელობის უნარისა და არგუმენტების გამართულად ჩამოყალიბების უნარ-ჩევევის განმტკიცებაში
მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ეროვნული გამოცდის შესაბამისი ტიპის წერები,რომლის შესასრულებლად მათ მიეცემათ 2 სთ და 40 წთ,როგორც ეროვნულ გამოცდაზე
სკოლას უხელმძღვანელებს: ინგლისური ენის კათედრის გამგე ეკა სოლოღაშვილი და ინგლისური ენის პედაგოგი თიკა ძამიაშვილი
სკოლა იმუშვებს 2017 წლის 29 მაისიდან 10 ივლისის ჩათვლით.
მეცდინეობა ჩატარდება ყოველ დღე 2 საათი შაბათ კვირის გარდა
საზაფხულო სკოლის სამუშაო პროგრამა 2016-2017 სასწავლო წელი
ძირითადი კომპეტენციები და უნარები:
საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გამოყენების უნარი
B 1-2 დონის ორიგინალური ან ადაპტირებული ტექსტის -ინფორმაციული,მხატვრული,შემეცნებითი ტექსტის,განაცხადის,რეკლამის ან სტატიის შინაარსის გააზრების უნარი
ტექსტის კითხვისას ძირითად შინაარსზე(დედააზრზე),ფაქტობრივ მასალაზე , როგორიცაა: საკუთარი სახელები,თარიღები,ფაქტები სწრაფი და შერჩევითი უნარი;
სტრიქონებს შორის ნაგულისხმევ ინფორმაციაზე ყურადღებით კითხვის უნარი
კონტექსტის გათვალისწინებით გამოტოვებულ ადგილებში საჭირო სიტყვების ჩასმის უნარი;ლექსიკის შემოწმება კითხვის უნარ-ჩვევის განმტკიცება;
კონტექსტის გათვალისწინებით ზმნები ჩასმა შესაბამის დროსა და გვარში;
თხზულებისა და ოფიციალური წერილის წერის უნარი;
საკუთარი მოსაზრების ჩამაყალიბება-დასაბუთების უნარი