დღეს "პრომეთეს" საზაფხულო სკოლის ბოლო სამუშაო დღე იყო. ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრი მხიარული და საინტერესო დღე გავატარეთ ერთად. არაფორმალურ გარემოში მოსწავლეები უფრო დაახლოვდნენ, ერთმანეთი უკეთ და უფრო საფუძვლიანად გაიცვნეს, თამაშ-თამაშში ბევრი საინტერესო რამ შემოესწავლათ :) და ბევრი მნიშვნელოვანი უნარი განივითარეს. სახალისოდ და საინტერესოდ ტარდებოდა ინგლისურის, ჭადრაკის სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები. სახალისო ტესტებითა და ამოცანა-გამოცანებით იხსენებდნენ მათემატიკას, არითმეტიკაში ვარჯიშობდნენ და ხალისიანი თამაშით ივითარებდნენ ლოგიკას. მრავალი ახალი წიგნიც შემოგვეკითხა და ვფიქრობთ ცოტათი კიდევ უფრო დაჭკვიანდნენ და გაიზარდნენ. :) ბავშვები ბევრს სეირნობდნენ , ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და მშობლების ბავშვობის დროინდელ სამაგიდო და ეზოს თამაშებს სწავლობდნენ. გუშინ კი დასამშვიდობებლად ეშმაკობას მიმართეს და თოჯინების დაბადების დღე გამოაცხადეს. ასე რომ დღეს, ერთი ტორტის ნაცვლად ერთდროულად რამდენიმე ტორტი მიიღეს თოჯინების დაბადების დღეზე. სკოლა-ლიცეუმ "პრომეთეს" დირექციამ პატარებს და მათ მეგობარ თოჯინებს სიურპრიზი მოუწყო, წვეულება გაუმართა და საჩუქრებით დააჯილდოვა. საზაფხულო სკოლის ღირსეულმა კურსდამთავრებულებმა საპატიო დიპლომებიც მიიღეს და ასე თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს, პედაგოგებსა და სკოლას! ჩვენ კი, წარმატებას და კარგ დასვენებას ვუსურვებთ ჩვენს უნიჭიერეს და უსაყვარლეს უმცროს მეგობრებს!