დღეს "პრომეთეში" კიდევ ერთი საქველმოქმედო ბაზრობა ჩატარდა წარმატებით! VI კლასელების ორგანიზატორობით გაიყიდა ძალიან ბევრი წიგნი, სათამაშო და სხვადასხვა სუვენირი. შემოსულ თანხასა და დარჩენილ ნივთებს ხვალ XI კლასელები წაუღებენ ბედიანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს! ჩვენი დღევანდელი საქველმოქმედო ბაზრობა აერთიანებდა ორ პროექტს: სიკეთე გადამდებია და ბიზნესი ჩვენს ქალაქში. ამაყად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ორივე პროექტის მთავარ მიზანს მივაღწიეთ - ვაკეთებთ სიკეთეს რესურსების სწორი გამოყენებითა და ორგანიზებულობით. გახსოვდეთ, სიკეთე გადამდებია!